ალეკო ელისაშვილმა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პერსპექტივები შეაფასა. ამ თემაზე „მოქალაქეების“ ლიდერმა TV პირველის ეთერში ისაუბრა. მისი ვარაუდით, დიალოგის მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ იანვარში გაიმართება.
„მე ვხედავ ოპოზიციაში ხალხს, რომლებიც პასუხისმგებლობით აცნობიერებენ ყველაფერს და ყველას რევანში და რევოლუცია და არეულობა ტვინში არ აქვთ და არ ეზმანებათ უცბათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და უფრო მეტი პასუხისმგებლობით უყურებენ ამ ქვეყანას, მის მომავალს და თუნდაც იმ პროცესს, რომელშიც ვართ. მე რასაც ვხედავ, ნელ-ნელა ოპოზიციის ლიდერებსაც პირველი ემოციები და მოლოდინები უნელდებათ და უფრო პრაგმატულად უყურებენ ყველაფერს. პრაგმატულად თუ შევხედავთ, იმისთვის თუ ჩვენ გვინდა უკეთესი ქვეყანა და თუ გვინდა, რომ „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ, შეთანხმებას ხელი უნდა მოვაწეროთ და ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს“, - განაცხადა ელისაშვილმა.