თბილისის მერი კახა კალაძე ტელეწამყვან და მსახიობ ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„გარდაიცვალა ჯულიეტა ვაშაყმაძე – ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი და მსახიობი. მან დიდი როლი ითამაშა ქართული ტელევიზიის ისტორიაში. ის იყო გამორჩეული სახე როგორც სატელევიზიო ეკრანზე, ისე კინოში. ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების ტკივილს“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.