დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ თუ შეზღუდვები არ შემსუბუქდება და მოქალქეები ყველა წესს დაიცავენ, იანვრის ბოლოს კორონავირუსის 1000-ზე ნაკლები შემთხვევა გვექნება.
"თუ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ვიხმარ ცოტა ბრჭყალებში ამ სიტყვას, არ გავილაღებთ და ისევ არ შევამსუბუქებთ ყველაფერს, თუ იანვარშიც დავიცავთ ყველა წესს, დარწმუნებული იყავით, იანვრის ბოლოს ათასს შემთხვევას ჩამოვცილდებით. ასეთია პროგნოზი - 1500-დან 1000-მდე და ცოტა ქვემოთ ჩამოვალთ. ხოლო აპრილიდან უკვე ჩამოვალღ ერთ-ორ ასეულზე", - განაცხადა გამყრელიძემ.