საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თინა ქეიდენაუ სტუმრობს. ქეიდენაუ უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საგარეო უწყების ხელმძღვანელ გრიგოლ ვაშაძეს.
როგორც მეთიუ ბრაიზას შემცვლელმა გილაურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრემიერ-მინისტრსა და მას შორის გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტირძნისიდან გატაცებულ მოზარდებს შეეხებოდა, რის კონტექსტშიც მან აღნიშნა, რომ "რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას გამოსავალი მოძებნილი, რომ მოზარდები მალე გათავისუფლდნენ".
ქეიდენაუ თბილისში რამდენიმე დღე დარჩება და ის ამერიკა-საქართველოს ქარტიის ფარგლებში დაგეგმილ დემოკრატიული ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ხვალ, სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართება.