აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგიონის მთავრობა დაამტკიცა. მთავრობის შემადგენლობას აჭარის უმაღლესი საბჭოს 14 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციური პარტიის ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი ჩავლეიშვლმა კი მთავრობას მხარი არ დაუჭირა.
"ეს ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა თქვენი მთავრობისთვის, თქვენი შემადგენლობისთვის. წარმატებებს გისურვებთ, ქვეყნისა და ავტონომიური რესპუბლიკის საკეთილდღეოდ", - ასე მიმართა დავით გაბაიძემ თორნიკე რიჟვაძეს.