პროგრესი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ განათლების სფეროში მიაღწია, სათანადოდ დასაფასებელია. განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობდა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ განათლების სფეროში გიგანტური ნაბიჯებით იარა წინ.
"პროგრესი, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ განათლების სფეროში მიაღწია, ეს არის სათანადოდ დასაფასებელი, რაც არ უნდა მოწონდეს ან არ მოწონდეს ვინმეს ეს, რადგან ჩვენი ხელისუფლება არის ის, ვინც ამ სფეროში გიგანტური ნაბიჯებით იარა წინ, თუმცა არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ეს საკმარისი არ არის და უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ მომავალში იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს და ვიყოთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით შემსრულებლები. რა გავაკეთეთ, კარგია, მაგრამ როგორც ჩვენი დიდი სპორტსმენები იტყვიან, ახლა დროა უფრო მაღლა, უფრო სწრაფად ვიმუშაოთ განათლების სამინისტროსთან ერთად“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.