საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.
რიგგარეშე საპარლამენტო სესიაზე, მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა 85 ხმა დეპუტატმა გამოუცხადა (რეგისტრაციას ამდენივე დეპუტატმა გაიარა).
მთავრობის შემადგენლობა თითქმის უცვლელია. მინისტრთა კაბინეთს მხოლოდ ერთ ახალი მინისტრი ჰყავს - გოჩა ლორთქიფანიძე, რომელმაც იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანი დაამტკიცა.
მთავრობის ამჟამინდელი შემადგენლობა ასეთია:
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.