მოლდოვაში პირველი ქალი პრეზიდენტის, მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა. პროდასავლელმა სანდუმ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა.
სანდუმ პირობა დადო, რომ ქვეყნის გამაერთიანებელი პრეზიდენტი იქნება და მთავარ პრიორიტეტებად პანდემიასთან გამკლავება, კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლა, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა და ევროკავშირთან დაახლოება დაასახელა.
23 დეკემბერს მოლდოვის პრემიერ მინისტრმა იონ კიკუმ განაცხადა, რომ მთავრობა გადადგა. მისი თქმით, გადაწყვეტილება იგორ დოდონთან და პარლამენტის თავმჯდომარე ზინაიდა გრეჩანისთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილების მიზანია, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.