"პატრიოტთა ალიანსის" საპარლამენტო სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას გეგმავს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.
"მე ვარ და ვრჩები "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერად და მეგობრად, მაგრამ მიმაჩნია ბრძოლის ეს ფორმა. როდის შევალ პარლამენტში არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია და არც ჩავაბარებ. მათ აქვთ ისეთი შეხედულება, მე ასეთი. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავს, არც უცდია არავის ჩემი შეზღუდვა, პირიქით ყველას თავისი აზრი აქვს", - განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სადეპუტატო მანდატის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.