ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტში მოუსმინეს.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მთავრობის მომავალმა წევრმა სამთავრობო პროგრამა წარადგინა. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში ყურადღება კოვიდ 19-ის მართვის სტრატეგიაზე გაამახვილა და პანდემიის პირობებში უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა ოპერატიული რეაგირების კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ასევე, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენციის მიზნითონლაინ კლინიკები, ცხელების ცენტრები, საკარანტინე და ცხელების სასტუმროები შეიქმნა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოხდა ლაბორატორიული ქსელის მობილიზება, რის შედეგად ლუგარის ლაბორატორიის გარდა კერძო დაწესებულებებშიც ამოქმედდა PCR ტესტირება. თუ გაზაფხულზე ყოველდღიური ტესტირების მაჩვენებელი დაახლოებით 400 იყო, დღეისათვის ეს მონაცემი 20000-ს აღწევს. გავრცელების მატებასთან ერთად გაფართოვდა ტესტირება და დღეისათვის სიმპტომების მქონე ყველა პაციენტისთვის უფასო ტესტირება ხელმისაწვდომია 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში. 20 დეკემბრის მონაცემებით 1 800 000-ზე მეტი ტესტია ჩატარებული.
ეკატერინე ტიკარაძემ ხაზგასმით აღნიშნა პანდემიის პირობებში პირველადი ჯანდაცვის სისტემის როლი და მუშაობა. მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ონლაინ კლინიკების პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ოჯახის ექიმების მიერ, ყოველდღიურად ხორციელდებაკოვიდპაციენტების დისტანციური მართვა. თავდაპირველად პროცესში ჩართულიიყო25 ონლაინ კლინიკა, დღეისათვის კლინიკების რაოდენობა 65-მდეა გაზრდილი. მოსახლეობას მომსახურებას 138 ბრიგადის 700-მდე ექიმი უწევს. 2 აპრილიდან დღემდე ონლაინ კლინიკის ექიმების მიერ 250 000-მდე ზარზე მოხდარეაგირება.
მინისტრობისკანდიდატის თქმით, სახელმწიფო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მუდმივად ახორციელებს ექიმების გადამზადებას. ამ დრომდე, ყველა ოჯახის ექიმის გადამზადება 4-ჯერ, ხოლო სოფლის ექიმების სრული გადამზადება ორჯერ განხორციელდა.
სამინისტრომ განახორციელასამედიცინო პერსონალის მობილიზებისა და გადამზადების მასშტაბური პროცესი. კოვიდ 19-თან ბრძოლაში 13 300-ზე მეტი მედიკოსია ჩართული, რომლებიც ინფიცირებულებსგადაუდებელ და ჰოსპიტალურ მომსახურებას უწევენ. შესაბამისი პროფილების მიხედვით, ჰოსპიტლების პერსონალის 90%-ზე მეტი გადამზადდა.
22 ოქტომბრიდან დღემდე ცენტრალური ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმების მიერ 28 000-მდე სიმპტომიანი პაციენტი იმართა. ჯამში 112 000-მდე ზარი განხორციელდა. მონიტორ-ოპერატორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით მოხდა 303 000 პაციენტთან დაკავშირება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ COVID-19 თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით, რაზეც ჯამში სახელმწიფოს მიერ 5 მილიონი ლარი გამოიყო.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატისეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გადაუდებელი დახმარების ექიმები, შესაძლებლობიდან გამომდინარე უმოკლეს დროში ახერხებენ სწრაფ რეაგირებას მოქალაქეთა დასახმარებლად. 2020 წლის 1 იანვრიდან გადაუდებელი დახმარება 1,200, 000 მოქალაქეს გაეწია.გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო 1 სთ და 24 წუთიდან 20 წუთამდეშემცირდა.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდ 19-ის მეორე ტალღასთან დაკავშრებითაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა პანდემიას გაზრდილი საწოლფონდით, მასშტაბური ტესტირებით, სრულად მობილიზებული მედ-პერსონალით და მკურნალობის გაუმჯობესებული რეჟიმით ებრძვის.
მისივე თქმით, სისტემა 95 მობილიზებული კლინიკის 7 200-მდე საწოლით არის წარმოდგენილი.
20 დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში დადასტურებული 209 000-მდე შემთხვევიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს უკვე სასტუმროს კლინიკური სტატუსი აქვს და იგი წარმოადგენს შუალედურ რგოლს ბინასა და ჰოსპიტალში მკურნალობას შორის.კლინიკურ სასტუმროებში წარმოდგენილია ის მაღალტექნოლოგიური სამედიცნო აღჭურვილობა, რომლებიც საჭიროა შედარებით რთული მდგომარეობების მართვისთვის.დღეისათვის კლინიკურ სასტუმროებში 9 500-მდე საწოლია მობილიზებულია.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ, სამედიცინო აპარატურით სოფლის 100 ამბულატორიააღიჭურვა, რაც იქ მაცხოვრებელ ადამიანებს, საშუალებას აძლევს გეოგრაფიული ბარიერების გარეშე მიიღონ დიაგნოსტიკური მომსახურება.
საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კორპუსიგაიხსნება, რომელიც 400 ინტენსიური საწოლითმოემსახურება პაციენტებს. რესპუბლიკურისაავადმყოფოს კორპუსის რეაბილიტაცია-აღჭურვის პროცესი გაგრძელდება და უახლოეს მომავალში კიდევ 800 კოვიდ პაციენტს მოემსახურება.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეიქმნა უშუალოდ COVID 19-ის მართვის ფინანსური მექანიზმი, რომლის ფარგლებში საქართველოს ყველა მოქალაქისთვის კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულიად უფასოა .თითოეულ პაციენტზე დანახარჯი მსუბუქი პაციენტების შემთხვევაში საშუალოდ შეადგენს 1 200 ლარს, ხოლო მძიმე პაციენტების შემთხვევაში - 3000 ლარს და მეტს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა უწყების მიერ დაწყებულ რეფორმას - სამედიცინო მომსახურების ტარიფიკაცია და შემდეგ DRG მექანიზმების ამოქმედება. მისი განცხადებით, 2019 წლის 10 თვიან საანგარიშო პერიოდთან შედარებით, კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე დანახარჯები 2020 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 28.2%-ით არის შემცირებული, ხოლო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ნაწილში, დანახარჯები 13.8%-ით არის შემცირებული.
გაერთიანებული კომიტეტებისსხდომაზე ეკატერინე ტიკარაძემჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზეცისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტრომ კარდიოქირურგიულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. დეკემბრის დასაწყისში უწყებამ2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დეფიბრილატორები შეიძინა , რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადაეცემათ. მოქალაქის ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი 56%-დან 48%-მდე შემცირდა.
მისივე თქმით, პანდემიის პროცესებთან დაკავშირებული კრიზისების მართვაში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახელმწიფოს მიერ გატარებულმა სოციალურმა ღონისძიებებმა.გამოცხადდა მორატორიუმი და დროებით შეჩერდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უსაფრთხო და ღირსეული შრომითი გარემოს შექმნის მიზნით ძირეული რეფორმა გაატარა.
2021 წლის 1 იანვრიდან შრომის პირობების ინსპექტირება ქვეყანაში ახალ საფეხურზეგადადის. 29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი„შრომის ინსპექციის შესახებ“, რომლის თანახმად, იქმნება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური, რომლიც საქმიანობას გაზრდილი მანდატითა და რესურსებით შეუდგება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ეკომიგრანტთა აქტიური განსახლება, ასევე მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა ჯანდაცვის სამინისტრომ პრიორიტეტულ ამოცანად დაისახა, რისთვისაც მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება განახორციელა.
ჯანდაცვის სამინისტროს ურყევ პრიორიტეტად კვლავ რჩებაჯანმრთელი მოქალაქე, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემოს შექმნა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.