ევროსაბჭოს კონგრესის სხდომაზე თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოში რეგიონალური განვითარების კუთხით თვითმმართველობის როლზე ისაუბრებს.
როგორც უგულავამ სტრასბურგში, კონგრესის სხდომის დაწყების წინ აღნიშნა, 30 მაისის თვითმართველობის არჩვენები ყველა დონეზე წინ გადაგმულ ნაბიჯად შეფასდა. პირველ რიგში თბილისის მერის პირდაპი წესით არჩევა იგულისხმება.
"ეს არჩევბნები დადებითად შეფასდა ყველა დონეზე და მათ შორის კონგრესში. მეორე საკითხად კი განვიხილავთ თვითმართველობების როლს რეგიონალური განვითარების კუთხით", - აღნიშნა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დაგეგმილ ევროსაბჭოს კონგრესის სხდომაზე საქართველოში 30 მაისს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მომზადებული დასკვნა განიხილება.
ევროსაბჭოს კონგრესის სხდომაზე სპეციალური სტატუსით თბილისის მერი გიგი უგულავა არის მიწვეული. უგულავა სხდომაზე სიტყვით გამოვა.
ამასთან, თბილისის მერი შეხვედრას ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიო იაგვანდთან და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალური ხემძღვანელობის გენერალურ მდივანთან ანდრეს კიფერთან გამართავს.