არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან, ახალი წელი იყოს სრულად მოკრძალებული. განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
"ვთხოვ მოსახლეობას, ვიყოთ ძალიან ფრთხილად, გავითავისოთ, რომ ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან აქვს მსოფლიოს საქმე, ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქართველოში საქმე, ამიტომ წლევანდელი ახალი წელი ვიყოთ ძალიან მოკრძალებული, არ ვიაროთ ბევრი, იგივე რომ გაიხსნება მაღაზიები მიუხედავად იმისა, რომ, მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ყოველთვის აქვს ძალიან მკაცრი რეკომენდაციები, არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან, წლევანდელი ახალი წელი იყოს სრულად მოკრძალებული, რომ იანვრის განმავლობაში რამდენად შეგვეძლება ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლი შევამციროთ", - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 24 დეკემბრიდან შეზუდვების შენარჩეუნებისა და მინიმალურად შემსუბუქების შესახებ.