ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო იმ მხრივ, რომ პანდემია პირდაპირ შეებრძოლა ჩვენს ერთ-ერთ ღირებულებას - სტუმართმასპინძლობას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ცერემონიაზე.
კონფერენციაზე, რომელიც ონლაინფორმატში იმართება, პრეზიდენტმა პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანებსა და ამ პროცესებში დიპლომატთა როლზე ისაუბრა.
პეზიდენტმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშა, რომ დროა პოლიტიკურმა ძალებმა ენერგია მიმართონ იმ ურთულესი ამოცანების შესასრულებლად, რაც წინ უდგას ქვეყანას !
„საკმაოდ რთული წელი გველოდება, მაგრამ როგორც ყოველთვის, დიდი ცვლილებების ჟამს, დიდ გამოწვევებთან ერთად, ჩნდება დიდი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები, მოულოდნელი შანსები, მათთვის, ვისაც უნარი გააჩნია დაინახოს და მოერგოს ახალ რეალობას.
გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ წელს - თქვენ და თქვენს ოჯახებს, გისურვებთ ჯანმრთელობას და თქვენი ქვეყნის მსახურებაში დიდ წარმატებას! " - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.