მესამე გამოწვევა კი ჩვენს ევროატლანტიკურ გზას უკავშირდება, რამე თუ დრო მოსულია, რომ სიტყვებს საქმეც მოჰყვეს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ცერემონიაზე.
მისი თქმით, ახალი ეტაპი იწყება აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით და ამავე დროს საქართველომ უნდა დაიმკვიდროს თავისი კუთვნილი და უნიკალური ადგილი ასოცირების ფარგლებში, ჩვენივე მოწოდებებით და მოთხოვნებით.
"ნატოს თავისთავად ახალი არეალი ეხსნება, სადაც საქართველოს ბუნებრივად უჭირავს აქაც უნიკალური ადგილი - შავი ზღვა.ამ ყველა გამოწვევასთან გამკლავება კი მოითხოვს ერთიან, კონსოლიდირებულ ქვეყანას და საზოგადოებას. სამწუხაროდ, შარშანდელივით პოლარიზაცია წელსაც ვერ გადავლახეთ. ამ წლის დასაწყისში ქვეყანა პრაქტიკულად ჩიხში შევიდა. ამ ჩიხიდან გამოსვლისთვის და ვითარების განმუხტვისთვის, მივიღე ჩემთვის პირადად, უმძიმესი გადაწყვეტილება. ყველას ძალისხმევის შედეგად და მინდა ელჩ ფაცილიტატორებს მადლობა გადავუხადო - მოგვეცა წინსვლის საშუალება: მიღებულ იქნა საკონსტიტუციო ცვლილებები. შემდგომ კი საარჩევნო კოდექსი. არჩევნები ჩატარდა და შეფასებულ იქნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, როგორც სამართლიანი და კონკურენტული. ამის მიუხედავად, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რჩება პოლარიზებული. დროა პოლიტიკურმა ძალებმა ენერგია მიმართონ იმ ურთულესი ამოცანების შესასრულებლად, რაც წინ უდგას ქვეყანას ! და რაზედაც ვისაუბრეთ ეხლა და ალბათ ისაურებთ ამ დღეებში", - თქვა პრეზიდენტმა.