2020 წლის 21 დეკემბერს დედამიწის მოსახლეობა უიშვიათესი კოსმოსური მოვლენის მომსწრე გახდება.
მზის სისტემის ორი ყველზე დიდი პლანეტა - სატურნი და იუპიტერი მაქსიმალურად მიუახლოვდებიან ერთმანეთს.
პლანეტების "დიდ შეერთებას" "შობის ვარსკვლავად" მოიხსენიებენ, რადგან ის სხვადასხვა დროს, სწორედ შობის პერიოდში ხდება.
ბოლოს ასეთი მოვლენა 800 წლის წინ, 1226 წლის 4 მარტს დაფიქსირდა.