ქობულეთში ავარიის დროს დაშავებული 28 წლის ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კლინიკის განცხადებით, ქალი 30 კვირის ორსული იყო და საავადმყოფოში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი, უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს.
მათივე ცნობით, ვერ მოხერხდა ნაყოფის გადარჩენაც.
ავარია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში დღეს მოხდა. ავარიას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.