ლატვიის რესპუბლიკაში COVID-19-ის გავრცელების რისკების მატების გათვალისწინებით, მინისტრთა კაბინეტის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გაძლიერდა პანდემიასთან ბრძოლის უსაფრთხოების ზომები და კიდევ უფრო გამკაცრდა შეზღუდვები, რომლებიც 21 დეკემბრიდან 2021 წლის 11 იანვრამდე იმოქმედებს.
21 დეკემბრიდან ლატვიის მასშტაბით ძალაში შედის უსაფრთხოების დამატებითი ზომები და შეზღუდვები:
• დაუშვებელია კერძო და საზოგადოებრივი შეკრებები; ყოველდღიურ ცხოვრებაში დაცული უნდა იქნას ე.წ. 2+2 (ორი მეტრი ორი ადამიანი) წესის დაცვა; რეკომენდებულია „Apturi Covid“ – (Stop Covid) აპლიკაციის გამოყენება;
• შეჩერებულია კულტურული ღონისძიებები, გამოფენებისა და ბაზრობების (მათ შორის საშობაო ბაზრობების) გამართვა;
• ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმები აგრძელებენ ფუნქციონირებას ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების დაცვით;
• ფუნქციონირებას წყვეტენ ბიბლიოთეკები;
• არ იმუშავებენ სილამაზის სალონები;
• რელიგიური თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა ერთდროულად შეკრება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მათი საერთო რაოდენობა არ აღემატება ნებადართული რაოდენობის 20%-ს;
• ნებადართულია ორგანიზებული შეხვედრების, პიკეტების და მსვლელობების მოწყობა ღია ცის ქვეშ და არა უმეტეს 25 ადამიანის მონაწილეობით, ეპიდემიოლოგიური უსაფრთოხების ზომების დაცვით;
• საყიდლებზე წასვლა ნებადართულია მხოლოდ ინდივიდუალურად. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ პირველადი საჭიროების საქონელი. ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დამრღვევ პირებს უარი უნდა ეთქვათ მომსახურების გაწევაზე. მომხმარებელთა დასაშვებ რაოდენობაზე ინფორმაცია განთავსებულ უნდა იქნას სავაჭრო ობიექტის შესასვლელში, თვალსაჩინო ადგილას;
ვაჭრობა, სამუშაო დღეების ჩათვლით ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ ობიექტებში:
• აფთიაქები, ვეტერინარული აფთიაქების ჩათვლით;
• ოპტიკის მაღაზიები;
• ბენზინგასამართი სადგურები;
მაღაზიებს უფლება აქვთ გაყიდონ შემდეგი საქონელი:
• საკვები და სასურსათო საქონელი;
• ჰიგიენის საშუალებები;
• აუცილებელი საყოფაცხოვრებო საქონელი;
• მობილური ტელეფონების წინასწარი გადახდის ბარათები;
• თამბაქოს ნაწარმი, ელექტრონული მოსაწევი ხელსაწყოები და მათი სითხეები;
• შინაური ცხოველების საკვები და სხვა აუცილებელი ნივთები;
• პრესა;
• საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთები;
• სახის ნიღბები და სხვა პირადი დამცავი აღჭურვილობა;
• სასოფლო-სამეურნეო საქონელი;
• ყვავილები და ნაძვის ხეები.
ონლაინ ვაჭრობა არ იზღუდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბრიდან ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამკაცრებულია ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტორთა კონტროლი მათ მიერ (ქვეყანაში შემოსვლამდე) ელექტრონული ანკეტის (https://covidpass.lv/ შევსების მონიტორინგის მიმართულებით.