ცოტა ხნის წინ, დასრულდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელეს.
პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, ფარული კენჭისყრით პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დაასახელეს.
"სავარაუდოდ თვის ბოლოს გაიმართება ყრილობა, სადაც დამტკიცდება "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე. არჩევაში მონაწილეობას მიიღებს ათი ათასობით ჩვენი მხარდამჭერი, პარტიის წევრი და ეს მოხდება ელექტრონულად. ჩვენ ყველა მხარდამჭერს საშუალება ექნება მხარი დაუჭიროს მისთვის სასურველ კანდიდატს ელექტრონულად. პირველად ხდება ასე თავმჯდომარის არჩევა. პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასახელდა რამდენიმე კანდიდატი და საბოლოოდ გამოვლინდა ორი კანდიდატი. ეს გახლავთ ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე", - ზაალ განაცხადა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი 15 დეკემბერს დატოვა.