საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 599 პირი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 208 638 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 180 441 გამოჯანმრთელდა, 2 094 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 481 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –6 654 ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 913.