სემეკში 21, 22, 24 დეკემბერს დაგეგმილი საჯარო სხდომები გადაიდო. ინფორმაციას სემეკის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სემეკის თავმჯდომარე და კომისიის წევრები იმყოფებიან თვითიზოლაციაში, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო.
"დადგენილი წესების შესაბამისად, PCR ტესტის შედეგების მიხედვით ჩაინიშნება საჯარო სხდომები, სადაც კომისია განიხილავს გადატანილ საკითხებს.
სხდომების თარიღების შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება", - ვკითხულობთ განცხადებაში.