ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ მანდატების შეჩერებაზე განაცხადი პოლიტიკური შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო.
დიპლომატი მიიჩნევს, რომ მხარეები, დაახლოების ნაცვლად, კიდევ უფრო შორდებიან.
"მინდა შევაჯამო ამ კვირის განმავლობაში მომხდარი პოლიტიკური მოვლენები. ამ კვირაში მოხდა ორი რამ : პარტიებმა მანდატების შეჩერებაზე შეიტანეს განაცხადი, რაც, ჩემი აზრით, შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო, შეთანხმებაზე, რის მიღწევაზეც ვიბრძოდი და კიდევ ვაგრძელებ ბრძოლას. ამის შემდეგ მოხდა 2 კანონის ინიცირება, რეგისტრაციის მოხსნისა და პარტიების დაფინასების შესახებ. ვფიქრობ, ეს ინიციატივები არ დაეხმარება პროცესს. სიმართლე გითხრათ, გარკვეულ შეშფოთებასაც იწვევს.
ზოგადად, რეგისტრაციის მოხსნა, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მიმართ, ყოველთვის კითხვებს ბადებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა, როგორც ჩანს, კანონის მიღებას ახლავს გარკვეული განზრახვები.
რაც შეეხება პარტიების დაფინანსება - ამას ფართო განხილვები სჭირდება, შეიძლება, ზოგიერთებისთვის არსებობდეს ლოგიკა, რომ, თუ არ მონაწილეობს საპარლამენტო ცხოვრებაში და არ იღებს პროცესებში პასუხისმგებლობას, რატომ უნდა მიიღოს დაფინანსება. ამაზე უფრო დიდი არგუმენტი არის ის, რომ უნდა დავფიქრდეთ, თუ რას ნიშნავს პოლიტიკური პარტია დემოკრატიისთვის და რომ პარტია პარლამენტში მხოლოდ სივრცის შესავსებად არ არის. ამ ქვეყანაში იყო ისეთი კანონები, რომლებიც ნაკლებ ბარიერს ქმნიდა პარტიების დასაფინანსებლად და პარლამენტში მოსახვედრად. ეს აღიარებული ფაქტია. პლურალისტური დემოკრატიის ნაწილია, რომ პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც აქვს ამბიცია, მოხვდეს პარლამენტში, ან წარმოადგენდეს საკუთარ ამომრჩეველს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ. ვფიქრობ, ეს კანონი საჭიროებს მსჯელობას", - თქვა კარლ ჰარცელმა.