საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ერთპარტიულობის კრიზისი 11 დეკმბრის შემდეგ დადგა საქართველოში, რასაც მკურნალობა და გამოსწორება სჭირდება.
"მე ვთქვი, რომ არჩევნები მოპარულია, მაგრამ შევეცადე გამეგებინებინა მაყურებლისთვის, რომ მე ვსაუბრობდი ახალ პოლიტიკურ რეალობაზე 11 დეკემბრიდან, რომ ერთპარტიული პარლამენტი უკვე კრიზისია, დაახლოებითი ანალოგიაა, რომ გითხრათ ასეთია: ბავშვს, რომ ეკამათებოდეთ ნაყინი ჭამე თუ არ ჭამე, ნაყინი ჭამე თუ არ ჭამე, გასაგებია რომ ამაზე კამათობდით, მაგრამ როდესაც 40 აქვს სიცხე და ანგინა აქვს, ნაყინი შეჭამა თუ არ შეჭამა, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან ერთპარტიულობის ფაქტი უკვე დადგა. იმედია, გასაგებად ავხსენი, ნაყინი ჭამა თუ არ ჭამა ბავშვმა ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან უკვე ანგინა აქვს და ანგინა უკვე სამკურნალოა. ეს კრიზისიც უკვე ფაქტია და სამკრუნალოა.
მე იმ მილიონ ამომრჩეველს ვეტყოდი, რომ თქვენი არჩევანი არის ლეგიტიმური და სავარაუდოდ, შეგიძლიათ იგივე შეინარჩუნოთ და თქვენს პარტიას მისცეთ ხმა კიდევ ერთხელ, ახალ არჩევნებზე, რომელიც მოიყვანს საქართველოში არა ერთპარტიულ დიქტატურას, არამედ ისეთს, სადაც თქვენი პარტია იქნება ყველაზე ძლიერი, მაგრამ არა ერთადერთი",-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.