ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მოიხსნას მინიმალურად, ვინაიდან ის სტაბილიზაცია, რომელიც დღესაა მიღწეული, არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს", აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე.
მისი განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები გაიმართება კერძო სექტორთანაც.
"იცით, რომ პირველ რიგში კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს და შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნებათ", - განაცხადა ტიკარაძემ.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავრისუსი გავრცელების აღსაკვეთად შემღუდავი ღონისძიებები 28 ნოემბრიდან დააწესა.