ელჩზე, ან ნებისმიერ ცალკე ელჩზე თავდასხმა მე უაზრობად მიმაჩნია, - თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში "გიორგი თარგამაძის ფორმულაში".
"უაზრობად მიმაჩნია იმ გაგებით, რომ რაზეა აქ საუბარი - ესენი არიან თავიანთი ქვეყნის პოლიტიკის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყანა იმდენად "გააპუსტიაკა" ივანიშვილმა, იმდენად ქვემოთ დაწია, რომ როდესაც ჩვენ ვიყავით მნიშვნელოვნები, მე შემეძლო ნებისმიერ დროს ამეღო ყურმილი, დამერეკა პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტთან, მარტო ჩვენს საკითხებზე კი არ ვურეკავდი, ვრეკავდი უკრაინის საკითხებზე მუდმივად, ბელარუსზე, შუა აზიაზე, კუბის საკითხებზეც კი და იმ საკითხებს ვაგვარებდი და ამას რომ ვაკეთებდი ეს იყო ბუნებრივი, იმიტომ რომ ავტორიტეტი გვქონდა.
ახლა ჩვენ მსჯელობთ საელჩოს რომელიღაცა განყოფილების მოადგილემ რა თქვა, იმიტომ რომ იმის ზემოთ ვეღარ ავდივართ, ჩვენ დავიწიეთ ამ დონეზე, ამიტომ უცხოელებში კი არ უნდა ვეძებოთ პრობლემა, ჩვენ უნდა ვეძებოთ პრობლემა იმაში, რომ საქართველო არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში", - თქვა სააკაშვილმა.