81 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი რუსლან მიქაბერიძე.
რუსლან მიქაბერიძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს მრავალი კინოროლი.