პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეს მამის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.
"ვუსამძიმრებ გიორგი ვაშაძეს მამის გარდაცვალების გამო. ახლა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა პოზიციაზეა - ამ განსაცდელის ჟამს გიორგი ვაშაძის და მისი ოჯახის გვერდით ვდგავართ. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს", აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.