თუ 24-ში ყველაფერს გავხსნით ინფიცირების მაჩვენებელი 5000-6000-ზე ავა. განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მიუხედავად ინფიცირების მაჩვენებლის დინამიკის კლებისა, დამშვიდების არანაირი საფუძველი არ არის.
"ჩვენ მომხრე ვართ ძალიან მინიმალური შემსუბუქების, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს. 24-ში თუ ჩვენ ყველაფერს გავხსნით, მობილობა გაიზრდება სერიოზულად, პირდაპირ გეტყვით, რომ გაგვეზრდება და აგვივარდება ისევ ინფიცირების მაჩვენებელი 5-6 ათასზე და მეტზე და შესაბამისად, პროცენტი იანგარიშეთ, რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და სამწუხაროდ, რამდენი შეიძლება დამძიმდეს", - თქვა გამყრელიძემ.