კორონავირუსით თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი ვანო ამბარდანიშვილი გარდაიცვალა.
თავდაპირველად ვანო ამბარდანიშვილი თელავის საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვანო ამბარდანიშვილს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, რამაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმა მისი მდგომარეობა.
ივანე ამბარდანიშვილი სხვადასხვა დროს რამდენიმე საავადმყოფოში მუშაობდა, ბოლოს კი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი იყო.