არჩევნების შედეგების მიხედვით დაფინანსების მიღება არჩევნების ირიბი აღიარებაა, - თქვა პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერში".
მისთვის მიუღებელია ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის დროს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაც და ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებაც.
"ფულიც არჩევნების შედეგად გაქვს მიღებული, შენ აპროტესტებ რომ მეტი ფული გეკუთვნოდა, მაგრამ ცოტას იღებ, პარლამენტის შემთხვევაში იმავეს რატომ არ აკეთებ, ანუ ცოტა დეპუტატის მანდატს რატომ არ იღებ? მეტზე იბრძოლე, როგორც ფული აიღე და ისე იბრძვი, ისე აიღე მანდატი და იბრძოლე“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, მისთვის გაუგებარია როგორ უნდა ენდოს ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე იმ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებზე უნდობლობას უცხადებს.