სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა სენატორმა მიჩ მაკკონელმა პირველად აღიარა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
მაკკონელი გამოეხმაურა საარჩევნო კოლეგიის მიერ ბაიდენის გამარჯვების ოფიციალურად დადასტურებას და განაცხადა, "დღეიდან ქვეყანას უკვე ოფიციალურად ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი".
"მსურს, მივულოცო არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს", - დასძინა სენატორმა.
მაკკონელმა მადლობა გადაუხადა მოქმედ პრეზიდენტ ტრამს გაწეული სამსახურისთვის.
შეგახსენებთ, 14 დეკემბერს, შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგიამ 306 ხმით 232-ის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა.