შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგიამ 306 ხმით 232-ის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა.
შედეგების კომენტირებისას ბაიდენმა დონალდ ტრამპს პატივისცემის გამოვლენისკენ მოუწოდა.
"ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა, ზუსტად იმდენი, რამდენიც დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მიიღს, როდესაც 2016 წელს გაიმარჯვეს. მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების რაოდენობას გამანადგურებელი უწოდა. მისივე სტანდარტებით, ეს შედეგები მაშინ წარმოადგენდა მკაფიო გამარჯვებას და თავს ვაძლევ უფლებას, განვაცხადო რომ დღესაც ეს ასეა", - დასძინა ბაიდენმა.
საარჩევნო კოლეგიის ხმები გაიგზავნება ვაშინგტონში, სადაც კონგრესში 6 იანვარს გაიმართება ხმების დათვლა, 20 იანვარს კი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.