არ ვიცი ვინ მოიხსენიებს იგი ოდიოზურ ფიგურებად, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს მის ამ ნაბიჯს აქებდნენ მმართველი პარტიიდან არიან, - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლის შესახებ.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა, გრიგოლ ვაშაძეს წასვლამდე პარტიასთან ჰქონოდა კომუნიკაცია.
"მე ნამდვილად არ შემიძლია ბატონ გრიგოლს განცხადებით წასვლა მოვუწოდო, რადგანაც კარგი იქნებოდა მანამდე პარტიასთან ჰქონოდა კომუნიკაცია. ვფიქრობ, რომ შეცდომაა მისი განცხადების ის ტექსტი, სადაც ამბობს, რომ პარტია თავს ესხმის ელჩებს. არც ერთი ლიდერის მიერ არ ყოფილა ჩვენს პარტნიორ ელჩებზე თავდასხმა. მე არ ვიცი ვინ მოიხსენიებს იგი ოდიოზურ ფიგურებად, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს მის ამ ნაბიჯს აქებდნენ მმართველი პარტიიდან არიან", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა. ვაშაძემ წასვლის მიზეზად პარტიაში და მის გარჩემო გამოჩენილი ოდიოზური ფიგურები დაასახელა, თუმცა ვის გულისხმობდა არ დაუკონკრეტებია.