"მე არ მგონია, ბატონი გრიგოლ ვაშაძე სხვა რომელიმე პარტიაში შევიდეს, - ამბობს "ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე.
მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე სერიოზული ადამიანია და "ერთი პარტიიდან მეორეში სირბილს ნადვილად არ დაიწყებს".
"მე არ მგონია, ბატონი გრიგოლი სხვა რომელიმე პარტიაში შევიდეს, ის სერიოზული ადამიანია და ერთი პარტიიდან მეორეში სირბილს ნადვილად არ დაიწყებს. ყოველ შემთვევაში, უახლოეს მომავალში, მერე არ ვიცი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.
ვაშაძემ წასვლის მიზეზად პარტიაში და მის გარჩემო გამოჩენილი ოდიოზური ფიგურები დაასახელა, თუმცა ვის გულისხმობდა არ დაუკონკრეტებია.