სამწუხაროა, რომ გრიგოლ ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა - ამბობს "ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძე.
მისი თქმით, ვაშაძის წასვლა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმას, რომ მოლაპარაკებებში "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია არ იცვლება.
"სამწუხაროა, რომ წავიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში "ნაცმოძრაობის" პოზიცია არ იცვლება. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მოიღო მან ეს გადაწყვეტილება, ანუ მოლაპარაკებებზე "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია დარჩება იგივე, რაც აქამდე იყო.
ჩემი პარტიისთვის სხვა პარტიის თავმჯდომარის გადადგომა, არ გადადგომა ნადვილად ვერ მოახდენს ზეგავლენას. ჩვენ გვაქვს ის პოზიცია, რა პოზოციაც გვქონდა. აქ მთავარია, პარტიების პოზიცია იყოს იგივე და პარტიების პოზიცია არ იცვლება, ჩვენ ვრჩებით იმავე რეჟიმში, რა რეჟიმშიც ვმუშაობდით“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.
ვაშაძემ წასვლის მიზეზად პარტიაში და მის გარჩემო გამოჩენილი ოდიოზური ფიგურები დაასახელა, თუმცა ვის გულისხმობდა არ დაუკონკრეტებია.