"მინდა მჯეროდეს, რომ მედიაგამჭირვალობასთან დაკავშირებით გაჟღერებული ინიციატივა ხელისუფლების მხრიდან მიღებული გადაწვეტილებაა", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ინიციატივა დაემთხვა არასამთავრობოებისა და ჟურნალისტების საინიციატივო ჯგუფის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტის პრეზენტაციას, რომელიც 27 ოქტომბერს იგეგმება.
"დავით ბაქრაძეს თავის გამოსვლაში არ უხსენებია, რომ მედიაგამჭირვალობის კუთხით ჟურნალისტების და არასამთავრობოების საინიციატივო ჯგუფიც მუშაობს, რომელიც მედიაგამჭირვალობას დიდი ხანია მოითხოვს. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე გადაწვეტილების მიღებისგან ხელისუფლება თავს იკავებდა. აქედან გამოამდინარე, მინდა მჯეროდეს, რომ ეს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯია", - აღნიშნა ქორიძემ.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მედიის გამჭირვალების შესახებ ინიციატივა საერთაშორისო ზეწოლის შედეგი იყოს, რაც ამ თემას კიდევ უფრო ამძაფრებს.