პირდაპირ გეუბნებით, მომავალი 2 კვირის განმავლობაში გვექნება სიკვდილიანობის ზრდა. განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან საკმაოდ ბევრი ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
"პირდაპირ გეუბნებით, მომავალი ორი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა არიან კრიტიკულ მდგომარეობაში. 400-მდე პირია ხელოვნურ ვენტილაციაზე, რომლებიც არიოან კრიტიკულად მძიმე. ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ როგორც სტატისტიკიდან ხედავთ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა, რომელიც მოსალოდნელი იყო. სიკვდილიანობა, როგორც წესი, დაახლოებით ორი-სამი კვირით ინაცვლებს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ანუ ორი-სამი კვრის შემდეგ ვლინდება ხოლმე სიკვდილიანობის ზრდა. დღევანდლეი მაჩვენებელი- გარდაცვალების 49 შემთხვევა საკმაოდ მაღალია, 29 არის ჩვენთვის აბსოლუტურ რაოდენობაში ის მაჩვენებელი, როცა შემზღუდველი ღონისძიებები აუცილებელია ქვეყანაში, რაც დღეს ტარდება", - განაცხადა გამყრელიძემ.