ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს საპარლამენტო დემოკრატია, ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ერთმმართველობა. ეს კრიზისია, კრიზისი კი უნდა განიმუხტოს. მივესალმები მოლაპრაკებების გაგრძელებას, - თქვა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, კრიზისის დაძლევისთვისაა, ფაქტობრივად კონსტიტუცია, მისი ერთერთი მთავარი ფუნქცია კრიზისის დაძლევაა.
„მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, რომ ვცხოვრობთ ახალ საკონტიტუციო რეალობაში 2017 წელს შედვლილ კონსტიტუციიდან გამომდინარე. კონსტიტუციის ცვლილების არსი და აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ ფაქტობრივად ნახევრად საპრეზიდენტი რესპუბლიკა, რომელიც მაშინ იყო, შეცვალა საპარლამენტო რესპუბლიკით....
კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით, საპარლამენტო რესპუბლიკებში სტანდარტული ფორმაა კრიზისიდან გამოსვლისთვის რიგგარეშე არჩევნები და ჩვენ ვიცით, რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, რომელშიც საპარლამენტო სისტემაა, დემოკრატიაა.
ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს საპარლამენტო დემოკრატია, ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ერთმმართველობა. ეს კრიზისია, კრიზისი კი უნდა განიმუხტოს. მივესალმები მოლაპრაკებების გაგრძელებას“, - თქვა მარგველაშვილმა.