გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრები 4 წლის გიორგი ტაბახმელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბავშვის მშობლებმა განუცხადეს, მოზარდი სახლის კიბეებზე დაგორდა, დაშავდა და უგონო მდგომარეობაშია.
გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს ექიმი - ტრავმატოლოგის თამაზ სიმონიშვილის თქმით, ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ აუცილებელი პირობების არ ქონის გამო, ადგილობრივ საავადმყოფოში მისი მოთავსება არ შეიძლებოდა.
ბავშვი გურჯაანის რაიონული საავადმყოფოდან რეანომობილით თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს.