ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში.
თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი "ფორდ ტრანზიტი" შეეჯახა.
ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი. ორი ადამიანი დაშავდა. ისინი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.
ფოტო: პირველი არხი