11 დეკემბერს, მსოფლიო მასშტაბით, მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წელს მთის საერთაშორისო დღის მთავარი თემა მთის ბიომრავალფეროვნებაა. კლიმატის ცვლილება უდიდეს საფრთხეს უქმნის მთებს და მათ ბიომრავალფეროვნებას, იწვევს ეკოსისტემების დეგრადაციას და სახეობების გადაშენებას.
მთის საერთაშორისო დღეს საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა. ამ დღის მიზანია სხვადასხვა ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის.