მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 88 წევრი ესწრება. შესაბამისად, ის უფლებამოსილია მუშაობა დაიწყოს. საიდანაც 30 მაჟორიტარი 58 პროპორციული სიით გასული დეპუტატია.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში 31 ქალია შესული გენდერული კვოტების გზით, თუმცა ბოიკოტის გამო 16 ქალი ესწრება პირველ სხდომას.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის სხდომაზე დამსწრე უხუცეს წევრს ლადო კახაძეს გადაეცა, რომელიც პირველ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები, მათ შორის გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. აგრეთვე, მთავრობისა და წმინდა სინოდის წევრები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის. პარლამენტში 90 დეპუტატი ხელისუფლებას ეყოლება, ხოლო ოპოზიციის 60 მანდატი ასე გადანაწილდა – „ევროპული საქართველო“ – ხუთი, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – ოთხი; „ლეიბორისტული პარტია“ ერთი მანდატი; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ორი; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – ოთხი; „გირჩი“ – ოთხი; „ლელო“ – ოთხი.