სიის გამოწვევა და მანდატებზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ "ქართულ ოცნებასთან" დიალოგზე - განაცხადა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
"ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვამბობთ უარს დიალოგზე „ქართულ ოცნებასთან“. დიალოგს ჩვენ გავაგრძელებთ, რათა შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, რადგან ჩვენ უნდა განვმუხტოთ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიმუხტება, თუ შევჯერდებით ვადამდელ არჩევნებზე, ახალი არჩევნების ჩატარების სისტემაზე და ახალ ადმინისტრაციაზე, რომლის კონტროლითაც უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, "ლელო საქართველოსთვის" საკუთარ საპარლამენტო სიას პარლამენტიდან ხვალვე გამოიწვევს.