ბლოკ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი და პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ეხმიანება გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბლოკი სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს.
"როგორი ნამდვილი პოლიტიკოსია გიორგი ვაშაძემ დღეს ჩემი თვალით ვნახე, ის რა რისკიც მან დღეს გაიღო სახელმწიფოებრიობისთვის, ბარაქალა მას. ეს არის პოლიტიკოსის უბრწყინვალესი ნაბიჯი და ბარაქალა გიორგი ვაშაძეს, რომ საერთოდ ჰყავს ასეთი ახალგაზრდა, პერსპექტიული, საოცარი პოლიტიკოსი, მადლობა მას", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, დასრულდა "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შესახებ.