ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის შეძენა სახელმწიფოს 5-დან 6 დოლარამდე უჯდება, ხოლო PCR ტესტის შესყიდვები 12-18 დოლარის ფარგლებში. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, ტესტების შესყიდვის ღირებულება შედარებით, შემცირდა.
"ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის ყიდვა ქვეყანას უჯდება 5-დან 6 დოლარამდე, ხოლო PCR სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა იყო. გაზაფხულზე, როდესაც ძნელი იყო მათი ხელმისაწვდომობა, მათი ფასი მაღალი იყო, დღეს მათი ფასი შედარებით ნაკლებია, საშუალოდ უნდა ვიანგარიშოთ მათი შესყიდვის ფასი, სადღაც 12-18 დოლარის ფარგლებში. ეს არის შესასყიდი ფასი, იმ PCR ექსტრაქცია სჭირდება, სადღაც 20-25 დოლარის ფარგლებში უნდა მერყეობდეს ფასი. ხდება კიდევ გადახდა ე.წ. მომსახურების ფასის ლაბორატორიები ვინც ამას აწარმოებენ თავისი სახარჯი მასალებით, აღჭურვილობით და ასე შემდეგ.
მოგეხსენებათ, დღეს PCR-ის ჩატარების სახელმწიფო ტარიფი, რომელსაც ლაბორატორიებს ვუხდით, თუ არ ვცდები რეაქტივის ჩათვლით უნდა იყოს 120 ლარამდე“,-განაცხადა გამყრელიძემ.