საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 657-მდე გაიზარდა.
დღეს "კოვიდ-19"-ით ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918 PCR ტესტით.