"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია "დღის კურიერში" აცხადებს, რომ მოლაპარაკების პროცესები კარგი შედეგით არ მორჩება და მრავალპარტიულ პარლამენტს ვერ მივიღებთ. იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით შეთანხმება ჩაიშლება.
"მე ვფიქრობ, რომ ცოტა ხანში ჩვენ უნდა დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე, თუ რა ხდებოდა ამ ბოლო თვის განმავლობაში ოპოზიციაში, რა შანსები იყო ზოგადად, ამ პერიოდის განმავლობაში, რა შანსები გავუშვით ხელიდან, ან არ გავუშვით.
ჩემი აზრით, ეს პროცესები მორჩება, მე რასაც ვუყურებ და სამწუხაროდ, არ მორჩება კარგი შედეგებით, ჩვენ ვერ მივიღებთ, რასაც ვუყურებ, მრავალპარტიულ პარლამენტს, მაგრამ ჩემი აზრით, უნდა დაიწყოს სხვა ეტაპი ჩვენი ურთიერთობის, პოლიტიკური ცხოვრების, სადაც ჩვენ უკვე ღიად ვილაპარაკებთ, თუ რა ხდებოდა ამ პროცესის განმავლობაში და როგორი იქნება მომავალი. სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, ჩაიშლება შეთანხმება.
იმიტომ ვფიქრობ ასე, რომ მე ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების მოსაზრებებსაც ვუყურებ, ვუყურებდი ცოტა ხნის წინ კობახიძის განცხადებას, რომელმაც განცხადება გააკეთა, რომ დავშალო უნდა "ნაციონალური მოძრაობაო", რომელმაც ეს პროცესი კიდევ უფრო დესტრუქციული გახადა თავისი შინაარსით”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.