ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, ელისაშვილი ეძებს საბაბს პარლამენტში შესასვლელად და ამ საბაბად კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა გამოიყენა.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ თუ ელისაშვილი საარჩევნო კოდექსში რაღაცის გაუმჯობესების გამო შედის პარლამენტში, გაყალბებულ არჩევნებზე ამბობს უარს და ლეგიტიმაციას აძლევს პარლამენტს, ეს გაუგებარია და კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვებს ელისაშვილის სხვა ზრახვებზე.
„ცოტა გაუგებარი და სამწუხარო იყო ელისაშვილის ეს ბრალდებები, რომ ჯერ ერთი ჩვენ ფულის აღება დავაბრალეთ, რაც უბრალოდ არ ყოფილა არასოდეს და ის, რომ რაღაც საბოტაჟს ვეწევით. ძალიან სამწუხაროა, როგორც ჩანს ბატონი ელისაშვილი საბაბს ეძებს რომ შევიდეს და ახლა გამოიყენა კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა ამ საბაბად, რაც კიდევ ერთხელ მასზე უფრო მეტყველებს, ვიდრე სხვა რამეზე.
მას თუ უნდა რომ შევიდეს, უნდა თქვას, რომ აპირებს შესვლას, ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ იმიტომ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და იმიტომ, რომ ახლა წაართვეს ქართველ ხალხს ნება თავისუფალ არჩევნებზე. სწორედ ამის გამო გვინდა, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს და თუ მას მიაჩნია, რომ კოდექსში რაღაცის გაუმჯობესების შედეგად ის უნდა შევიდეს პარლამენტში და ამ არჩევნებს თავი დაანებოს და თქვას, რომ კი ბატონო, ეს არჩევნები სამართლიანი იყო და ივანიშვილს გაუპრავოს ეს პარლამენტი და ლეგიტიმაცია მისცეს, ეს უნდა გადაწყვიტოს და თქვას და რატომ შემოაქვს ესეთი განხეთქილება ოპოზიციის შიგნით, რომლებიც ჩამოყალიბებულები ვართ ყველა ოპოზიციური პარტია, ეს არის გაუგებარი და კიდევ ერთხელ ეჭვებს აჩენს მის რაღაც ზრახვებზე.
საუბარი იმაზე, რომ ევროპული საქართველო არის რაღაც საბოტაჟის რეჟიმში, ეს არის არასერიოზული, ჩვენ თავიდან ბოლომდე ვმონაწილეობთ მოლაპარაკებებშიც და ამის დიდი გამოცდილებაც გვაქვს, ხოლო ჩვენი ამოცანაა, რომ მთავარი მოთხოვნები, რაც გვქონდა ყველა ოპოზიციურ პარტიას, ეს მოთხოვნები იყოს ბოლომდე გატანილი.
მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ელისაშვილს უნდა პარლამენტში შესვლა და ეძებს ახლა საბაბს და ცდილობს, რომ კონფლიქტში შევიდეს ოპოზიციასთან რაღაც მოგონილი საბაბით, როგორც ჩანს ეს არის ახსნა.“ - განაცხადა კაპანაძემ.