საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 614-ს შეადგენს.
დღეს "კოვიდ-19"-ით ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 895 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 174 383 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 145 287 გამოჯანმრთელდა, 1 614 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1 126 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 900, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3689.