საქართველოში COVID-19-ით ექიმის გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ით ამავე კლინიკის ექიმ-ტრავმატოლოგი 63 წლის შოთა ბერიძე გარდაიცვალა.
ექიმის დაინფიცირების წყარო უცნობია. ის რესპუბლიკური საავადმყოფოს ე.წ. "სუფთა მხარეს" მუშაობდა, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულები არ იმყოფებიან.