დღეს, 17 საათზე, კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და პოლიგრაფისტთა ასოციაციის ორგანიზებით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში (აღმაშენებლის გამზ. 164) გაიმართება ვახტანგ მე-6-ის სტამბის დაარსების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიების დაწყებამდე შენობის ფოიეში, ცოცხალი მუსიკის ფონზე, გაიხსენება გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება პირველნაბეჭდი ქართული წიგნები და თბილისის ოთხი სტამბის მიერ წარმოდგენილი ბიბლიოგრაფიული ნიმუშები.
გამოფენის შემდეგ გაიმართება კონცერტი სადაც მუსიკალურ ნომრებს შესარულებენ კომპოზიტორთა კავშირთან არსებული სიმებიანი კვარტეტი;
ეთნო მუსიკის თეატრი „მთიები";
თეატრალური უნივერსიტეტი დათო არჩვაძის ხელმძღვანელობით.
საღამოს გაუძღვება მსახიობი ზურა ყიფშიძე.